გვიანი 70-იან წლებიდან, რაც ჩოგბურთის ყურება დავიწყე, ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. სეზონის შუაგულში არცერთ ჩოგბურთელს [მამაკაც ჩოგბურთელს მაინც] გამოუკვეთავს თავისთვის ციხესიმაგრე და შემდეგ დაუცავს ის ასე დიდხანს.
ჩვენ ვნახეთ შტეფი გრაფის ოქროს სლემი; ვნახეთ პიტ სამპრასი პირველ ნომრად 6 წელი ზედიზედ; როჯერ ფედერერის ზედიზედ 5 გამარჯვება უიმბლდონსა და თითქმის იგივე წლებში ამერიკის ღია პირველობაზე; ჩვენ სხვა ბევრი, თითქმის შეუძლებელი მიღწევებიც გვინახავს. მაგრამ როცა საქმე მიდგება მტკიცე გამოსვლებზე open era-ში, ვერაფერი უტოლდება რაფაელ ნადალისას თიხის სეზონზე, სადაც მან 2005 წლის შემდეგ დაიწყო ბატონობა.
საქმე არ არის მხოლოდ ერთი და იგივე ტურნირის ისევ და ისევ მოგებაში; საქმე ეხება მთლიანად საფარის მოგებას, მხოლოდ სლემის კი არა, ასევე მისი წინამორბედების მოგებას, რომელთაგან სამი ძალიან პრესტიჟული ტურნირია. მიუხედავად სიძნელეებისა, 2005 წლის შემდეგ, რაფაელ ნადალი არ ჩაჭრილა ამ გამოცდაში. ის უკანასკნელად დამარცხდა 2009 წლის როლან გაროსზე, მაგრამ იმავე წელს მან მოიგო მონტე კარლო და რომი, მადრიდში კი ფინალში გავიდა, რაც საკმაოდ რთული დავალებაა, რომლის შესრულებასაც ყველა ჩოგბურთელი [შესაძლოა გარდა ბიორნ ბორგისა ] ინატრებდა. დიახ, მან რამდენიმე სხვა მატჩიც წააგო ამ ხნის განმავლობაში – ერთ წელს ფედერერთან ჰამბურგში, ხუან კარლოს ფერეროსთან რომში, კიდევ ერთი.. ნუ, ასე რამდენიმე. ნადალის შედეგი თიხაზე არის 178-6 ამ დროისათვის, რომელშიც შედის 81 ზედიზედ მოგებული თამაში, რაც ყველაზე ხანგრძლივია ნებისმიერი საფარზე. მისი შედეგი როლან გაროსზე კი არის 38-1.
მაგრამ, რატომღაც, ნადალის ბატონობის დონე მის წინააღმდეგ მუშაობს. ხალხის უმეტესობისთვის, ნაკლებად აქტუალურია ბიჭი, რომელიც აკეთებს თავის საქმეს და უსამართლოდ იყენებს თავის სასაცილომდე მისულ უპირატესობას ამ კონკრეტულ საფარზე. გასაკვირი არ არის, რომ გასულ კვირას მონტე კარლოს ზედიზედ მეშვიდედ მოგების შემდეგ, რაფა ცოტა ნაკლებად აქტიური ჩანდა – რამხელა მოტივაცია შეიძლებოდა მას ჰქონოდა? [სხვათაშორის, არც ერთ ჩოგბურთელს open era-ში, მოუგია ერთი და იგივე ტურნირი ზედიზედ შვიდჯერ]
მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი. რომი, მადრიდი, ბარსელონა, ჰამბურგი, ვალენსია, პარიზი: ნადალს ყველა აქვს მოგებული, უმეტესობა ერთზე მეტჯერ. მისი მიღწევა თავისი სიდიდით და სისრულით, არის ხარკი არა მისი შესაძლებლობისთვის, არამედ მისი ძლიერი სურვილისთვის. თუ ის აგებდა წინამორბედ ტურნირებზე, პარიზში მაინც დიდებით შედიოდა და ვალსს ცეკვავდა, რათა დაემტკიცებინა თავის უპირატესობა.
მაგრამ ის ფაქტი, რომ ნადალი არსად ცეკვავს ვალსს, მონტე კარლოს დაჯილდოებიდან პირდაპირ მიფრინავს ბარსელონაში, რათა დაუბრუნდეს თიხას და რამდენიმე დღეში ყველაფერი თავიდან დაიწყოს, და ამას ის ყოველ წელს ისევ და ისევ აკეთებს, ყოველგვარი დაცემის და შეწყვეტების გარეშე, არის ის, რაც აყენებს მის მტკიცე გამოსვლებს სხვებისაზე მაღლა. ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში კი ისაა, რომ რაფა ვალდებულიც კი არ არის, რომ ეს გააკეთოს, მაგრამ ის მაინც ყოველთვის აკეთებს.
© Steve Tignor

